Digest Logo

„წვიმა, ელჭექი და სეტყვა“ - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს!

1757159897
ამინდი  წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტო 7-8 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

„7 სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან 8 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, დროგამოშვებით ზოგან ძლიერი, ელჭექი და სეტყვა.

სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„პასუხისმგებლობიანი და მაქსიმალისტი ვარ, ჩემთან ყველაფერი შრომით მოდის, რამდენსაც ვშრომობ, იმ წარმატებას ვიღებ საბოლოო ჯამში, ჩემი ოცნებები რეალობად იქცა...“ - მარიამ შენგელია

⭕ რა გახდა ჯორჯო არმანის გარდაცვალების მიზეზი - უცნობი ფაქტები ლეგენდარულ დიზაინერზე

🎥 თათია შარანგია ახალ კადრებს აქვეყნებს - „მგონი აქ სიახლეებია...“