Digest Logo

წყალი 15 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

1787689122
ონკანი, წყალი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

„26 აგვისტოს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, წყალმომარაგების განახლებულ მაგისტრალურ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში გასაშვებად, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაერთების სამუშაოებს, 26 აგვისტოს, საღამოს 22:00 საათიდან დაიწყებენ და 3 ლოკაციაზე პარალელურად შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 26 აგვისტოს, საღამოს 22:00 საათიდან 27 აგვისტოს დღის 13:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

მთაწმინდის რაიონში - საქანელას, აბჟანდაძეს, დიდი ხეივნის, ახალი ხეივნის, 1-ელი, მე-2 და მე-3 ხეივნის ქუჩებს, საბატონოს, ცოლიკაურის, წითლანაძის, გორგასლის ქუჩა N20, გულუას, გულიას, გორგასლის N87-N115, N30-N50, კრწანისის ქუჩას, შესახვევებს და ჩიხებს, ერეკლე II მოედანი N3, ერეკლე II ქუჩას და მოედანს, ლესელიძის, კოტე აფხაზი N16-N44, N27-N53, ვერცხლის, ნაკაშიძის, შარდენის, ბამბის და რკინის რიგის, ცინცაძის, ოქრომჭედლების, სიონის, იეთიმ გურჯის, ანტონ კათალიკოსის, ყავლაშვილის, ილია და ნინო ნაკაშიძეების, ნიშნიანიძის, ჩახრუხაძისა და დიუმას ქუჩებს, სანაპიროს, რეზო ჩხეიძის, თაბუკაშვილის, ფხოვის, ჯამბულის, სობჩაკის, ჭანტურიას, სტამბის ჩიხს, ბროსეს, რევაზ ლაღიძის და ვირსალაძის ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.