Digest Logo

„წყალი ბაკურიანი“ განცხადებას ავრცელებს

1738667406
წყალი ბაკურიანი

„ბაკურიანი ციდასთან“ დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გადამოწმდა ნიმუშები და დარღვევა არ გამოვლენილა.

„სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბაკურიანი ციდას“ ბოთლიდან დალეული სითხით მოხდა მცირეწლოვანი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია. გაცნობებთ, რომ კომპანიის მხრიდან მყისიერი რეაგირების შედეგად, გადამოწმდა კონკრეტულ მაღაზიაში (სადაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მოხდა პროდუქტის შეძენა) ნიმუშები და დარღვევა არ გამოვლენილა.

პარალელურ რეჟიმში, შევამოწმეთ ამჟამად ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში და ვადასტურებთ, რომ აღნიშნულ ნიმუშებში დარღვევა არ დაფიქსირებულა.

ასევე გადამოწმდა საწარმოო პროცესის სრული ტექნოლოგიური ციკლი, რომელიც გამორიცხავს პროდუქტში რაიმე უცხო ნივთიერების მოხვედრას“, - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, „ბაკურიანი ციდას“ წყლით სავარაუდო მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია 4 თებერვალს სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

„მოვლენების მოულოდნელი მონაცვლეობა, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები“ - 5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

კესო ბერუაშვილი გერმანელ კაცზე დაინიშნა - ცნობილია რამდენ კარატიანი ბრილიანტი აჩუქა მას რჩეულმა

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელთა ცხოვრება 2026 წლამდე მნიშვნელოვნად შეიცვლება