Digest Logo

წყალტუბოში მამამ შვილთან კამათისას სანადირო თოფიდან გაისროლა და შემთხვევით მეორე შვილი დაჭრა

1657784739
სახლი წყალტუბოში

წყალტუბოში, სოფელ ზედა მესხეთში ოჯახის წევრებს შორის დაწყებული დავა დაჭრით დასრულდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, 65 წლის კაცს შვილთან კონფლიქტი მოუვიდა, რის შემდეგაც სანადირო თოფიდან გაისროლა, რომელიც მეორე შვილს მოხვდა.

ახალგაზრდა ქალი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„მეზობელმა თოფი ესროლა შვილს. შელაპარაკება მოუვიდათ ერთმანეთთან. შემდეგ მამამ გაბრაზებულ გულზე შვილს ესროლა. დაჭრილია მეორე შვილი, რომელსაც ნასროლი შემთხვევით მოხვდა“, - აცხადებს მეზობელი.

მისივე თქმით, ახალგაზრდა ქალს ჭრილობა ყელის და გულმკერდის მხარეში ჰქონდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მეფე ნარიმანი“ მრევლს ფიზიკურად გაუსწორდა - შოკის მომგვრელი კადრები

🔵ოთო დარბაისელის ბრალდებას შუშის ხიდის ადმინისტრაცია პასუხობს - ნახეთ, რა მოხდა სინამდვილეში

🔵„თურმე, რეზინის ბორბლები აზიანებს მინას, არ შემიშვეს“ - რატომ არ შეუშვეს ოთო დარბაისელი შუშის ხიდზე