კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
„3 თებერვალს, „ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზე N37-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის მაგისტრალურ ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.
მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 3 თებერვალს 23:30 საათიდან 4 თებერვლის დილის 07:30 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკის რაიონში - ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, ჭავჭავაძის 1 შესახვევს, ფალიაშვილის, აბაშიძის და ყიფშიძის ქუჩების ნაწილს, რამიშვილს, საჯაიას, აბულაძის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, მიქელაძის, მუხაძის, დარიალის, კავსაძის, თაქთაქიშვილის, არაყიშვილის და რადიანის ქუჩებს.
საბურთალოს რაიონში - ბალანჩივაძის ქ. N5, 37, 39, 40, იოსელიანის ქ. N5 და ნატახტარის ქუჩას.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS- შეტყობინების სახით უგზავნის“ - აღნიშნულია განცხადებაში.