ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე გადაცემა „დღის პოსტის“ სტუმარი იყო, სადაც ძლიერი ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე ისაუბრა და საკუთარი აზრი გაგვიზიარა.
როგორც ნინო ნადირაძე აღნიშნავს, ძლიერი მაშინაა ადამიანი, როცა ჯერ საკუთარ თავს ითვალისწინებს და შემდეგ სხვას.
„არაფრისაც არ ეშინიათ კაცებს, უსიყვარულობის გარდა... მარტივია, ამოეფარო საზოგადოების აზრს და აჰყვე ტრენდს - ეს სუსტ ადამიანებს ემართება...
შემიძლია, ვიყო აბსოლუტური „ჩვარი“ ვიღაცის წინაშე, ჩემს შვილიშვილს ვგულისხმობ - ეს სიძლიერეა.
კაცს თუ უყვარხარ, უყვარხარ ძლიერიც, სუსტიც, დაბანილიც და დაუბანელიც. ქალებს კაცები რომ ტოვებენ, თავს იმით იმართლებენ, რომ ეშინია და გამექცა. ტყუილია ეს ყველაფერი, ქიმია ან დგება, ან არა.
ძლიერი არის ადამიანი, როცა ითვალისწინებს ჯერ საკუთარ თავს, შემდეგ კი სხვის აზრს. როდესაც შენ ხარ სხვისი განსჯის და აზრის ტყვეობაში, თუ გეშინია რას იტყვის მეზობელი და ახლობელი, შენ არასდროს იქნები ძლიერი“,- აღნიშნავს ნინო ნადირაძე.
⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕BALENCIAGA-ს მორიგი სიახლე - ჩვენების მოსაწვევები ჩინური კერძის ფორმაში
⭕„ჩემი ტყუპი ვიპოვე...“ - ვინ არის გოგონა, რომელიც ნუცა ბუზალაძეს საოცრად ჰგავს