Digest Logo

„თუ სადმე დაინახავთ, რომ ქუჩაში ადამიანს სძინავს, აუცილებლად მომწერეთ, ან დამირეკეთ“ - აკა სინჯიკაშვილი საზოგადოებას მიმართავს

1700117189
აკა სინჯიკაშვილი

ბლოგერი და ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

„წუხელ, ქალაქის თითქმის ყველა უბანში, ავადმყოფი მოხუცებისთვის, ვისაც ქუჩაში სძინავთ, მივუტანეთ თქვენი შეგროვილი თბილი საბნები, ლეიბები და ბალიშები.  

არ იცით რამხელა შვებაა ეს ადამიანისთვის, როცა შუაღამეს გაყინულს დააწვენ, გაათბობ საჭმელს აჭმევ და ძილის საშუალებას მისცემ.  

ნუ გაუვლით გულგრილად ასეთ ადამიანებს. მიაქციეთ ყურადღება. უბრალოდ ერთი საბანი და თბილი ქურთუკი მიეცით და ნახავთ რა სასწაულის ჩადენა შეგიძლიათ.

ჩვენ თითქმის ყველას ვიცნობთ, მაგრამ თუ სადმე დაინახავთ, რომ ქუჩაში ადამიანს სძინავს, აუცილებლად მომწერეთ ან დამირეკეთ.

ნუ გადააბიჯებთ დაცემულ ადამიანს, შესაძლოა სწორედ ის ღმერთია, რომელსაც მთელი სიცოცხლეა ეძებთ“,- წერს აკა სინჯიკაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 სამებაში აფხაზეთის კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული და იდენტიფიცირებული 20 ადამიანის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება

🔵 „ჩემმა შეყვარებულმა თეონამ მე „შავი ბიჭები” მომწონსო. ვიფიქრე, რომ „შავში” დაუბანლობას გულისხმობდა...“ - რა გააკეთა გიორგი კეკელიძემ პირველი შეყვარებულის გულის მოსაგებად?

🔵 „მადლობელი ვარ ყოველი დღისთვის...“ - ლელა წურწუმიას შვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს