
კასპში მოღვაწე სასულიერო პირი მამა ლევან ჯიქური, შემოქმედელი ნარიმან მაქარაშვილის, იგივე ბერი ნიკოლოზის შესახებ პოსტს აქვეყნებს და მის ირგვლივ არსებულ შეკითხვაზე საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს.
„ჩემ ერთ-ერთ მსახურების სოფელში, სუფრაზე ბევრი ხალხი იყო.
დიასახლისი გადაღლილი, ახლა ის იმას ეუბნევა, ის ამას, დაიბნა და იქაური საყვარელი კილოთი თქვა "დამაცა ქა აზრი ვეღარ გამამიტანიაო"
ახლა ეგრე ვარ მე, თითქოს მახსოვს ვიღაცამ მკითხა ბერ ნიკოლოზე, მეფეაო თუ რაღაც, და ვეღარ ვიგებ დამესიზმრა თუ ნარკოზის ბრალია.
ჩემი აზრი ასეთია, რადგან ეკლესიამ, ანუ უმრავლესობამ, გადაწყვიტა რომ ეშლება უნდა დავემორჩილოთ, და თუ ეკლესიას ეშლება ეგ ჩვენ არ მოგვეკითხება.
და თუ თავად ან ვინმე ამბობს რომ ის მეფეა, ან ქრისტეა, ეგ ისეთივე ბავშვური სისულელეა, როგორც მე რომ დავიბრალო ნეიროქირურგობა“,- წერს სასულიერო პირი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 ტრაგედია ასპინძაში - გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის ვინაობა ცნობილია