Digest Logo

თურქეთში 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა - Reuters

1754888519
მიწისძვრამიწისძვრა

თურქეთის დასავლეთ ნაწილში 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომელიც ქვეყნის რამდენიმე რეგიონში მძაფრად იგრძნობოდა. ინფორმაციას Reuters ადგილობრივი კატასტროფების მართვის სააგენტოზე (AFAD) დაყრდნობით ავრცელებს. 

AFAD-ის ცნობით, მიწისძვრა თურქეთის დროით დაახლოებით, საღამოს 7:53 საათზე, ბალიკესირში დაფიქსირდა.

ეპიცენტრი სტამბოლის მახლობლად, 206 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. სწორედ ამიტომ, ბიძგები სტამბოლის მოსახლეობამაც იგრძნო.

მედია იუწყება, რომ დაზარალებულ რეგიონებში დაშავებულების ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

სალომე ღვინიაშვილის მოგზაურობა კაპრიზე გრძელდება - მოდელი ახალ კადრებს გვიზიარებს

🎥 ანზორ ერქომაიშვილი 85 წლის გახდებოდა - ოჯახის ტრაგედია, ჯარი, ბავშვობა და წარმატებული კარიერა

🎥 „ცეცხლოვანი ქალი, ძალიან ლამაზი ხარ“ - ნეკა დოროყაშვილი ახალ კადრებს გვიზიარებს