Digest Logo

🎥 „თვლით, რომ „ინტერპოლით“ ძებნილად სააკაშვილის პირადი ინტერესების გამო გამოგაცხადეს?“ - რა პასუხი გასცა ლევან მამალაძემ წამყვანის მიერ დასმულ კითხვას

1730836309
ლევან მამალაძე

ინჟინერი, იურისტი და პოლიტიკოსი, ლევან მამალაძე გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ იმყოფებოდა, სადაც წამყვანის მიერ დასმულ კითხვებს პასუხი გასცა.

კითხვას - „თვლით, რომ „ინტერპოლით“ ძებნილად სააკაშვილის პირადი ინტერესების გამო გამოგაცხადეს?“- ასე უპასუხა: 

„დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ კი. 1992 წელს გავიმარჯვეთ არჩევნებში „მწვანე პარტიაში“. 23 წლის ვიყავი, როცა პარლამენტის წევრი გავხდით. ზურაბ ჟვანიასთან ერთად. რთული პერიოდი, შინაგანი ომები და ა.შ. სააკაშვილი როცა ჩამოვიდა ამერიკიდან ესწრებოდა პარლამენტთან შეკრებას. გია ბარამიძე უფრო დაუახლოვდა მას, ჩემი მეგობარი იყო გია. სააკაშვილი ამერიკაში ისევ წავიდა და დაბრუნდა, უკვე ამზადებდნენ პარლამენტისთვის. უცბად მოხდა ყველაფერი. სააკაშვილთან ურთიერთობები მაშინ ნორმალური იყო და წარმატებები რომ გვქონდა, მხარს გვიჭერდა, თუმცა დამოკიდებულებები დროთა განმავლობაში შეიცვალა. მე ვიყავი მისთვის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი. მე ვიყავი სახელმწიფოს და მშვიდობის მომხრე, იგი კიდევ რევოლუციების და გადატრიალების. ჩემთან დებატები სამივეჯერ წააგო, ასე რომ პირადი წყენის გამო დაიწყო ჩვენი ურთიერთობის გაფუჭება. თანაც ისეთი ადამიანები ჰყავდა გვერდით, ბანდიტები და დამნაშავეები. მე, რა თქმა უნდა, მას კომპანიონობას ვერ გავუწევდი. სწორედ აქედან დაიწყო ჩემი დევნაც, ქვეყნიდან გაქცევაც და ინტერპოლით ძებნაც“, - აღნიშნა ლევან მამალაძემ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ილო როგორ იხვეწება თანდათან...“- ნანა აროშიძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

🎥 „არც არაფერი შეცვლილა...“ - ნინუცა ორჯონიკიძე 40 წლის გახდა

„კაი ტიპები“ - კადრები თიკა ფაცაციას და არჩილ სოლოღაშვილის კონცერტიდან