Digest Logo

„უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი“ - გარემოს ეროვნული სააგენტო

1763289004
ამინდი  ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 16-17 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი.

ქ. თბილისში მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 16 ნოემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 17 ნოემბერს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 16 ნოემბერს ზოგან მცირე წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 17 ნოემბერს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 16 ნოემბერს ზოგან მცირე წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 17 ნოემბერს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 16 ნოემბერს ზოგან მცირე წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 17 ნოემბერს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვამაყობ შენით და ძალიან მიყვარხარ!...“ - ნინი შერმადინი ავთო აბესლამიძის წარმატებას ეხმაურება

⭕ „ყოველდღე უფრო ვრწმუნდები, რომ დაგაძინებ“ - ილია თოფურია ისლამ მახაჩევს

⭕„ნაყოფიერი ნიადაგი, სადაც ყველაფერი წესრიგით და მოვლით იზრდება...“ - მიწის სტიქია, ზოდიაქოს ნიშნების დახასიათება