გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
მათივე ცნობით, 23 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 25 მაისის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„მოვემზადოთ, საქართველოში ივნის-ივლისში კოვიდ აფეთქება არ აგვცდება“ - გიორგი ფხაკაძე