იმერეთის ერთ-ერთ სოფელში უბედური შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, უბედურ შემთხვევას 21 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამავე ცნობით, საცხოვრებელ სახლში მიმდინარე სამუშაოების დროს კედელი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 21 წლის ახალგაზრდა დაშავდა. დაშავებული ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.