დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ არხილოსკალოში, ვეფხვისა და მოყმის მემორიალთან უბედური შემთხვევა მოხდა. მემორიალის ნაწილი, მოულოდნელად ჩამოიშალა და იქ მყოფ მცირეწლოვანს დაეცა.
არსებული ცნობით, უბედურ შემთხვევას 3 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ბავშვი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა.
სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.