Digest Logo

უბერებელი ნანი ბრეგვაძე იუბილარია - ლეგენდარული მომღერალი 88 წლის გახდა

1721585741
ნანი ბრეგვაძე

უბერებელი ნანი ბრეგვაძე იუბილარია - ლეგენდარული მომღერალი 88 წლის გახდა.

მომღერალმა სოციალურ ქსელშიც უამრავი მილოცვა მიიღო.

„ქალბატონ ნანის ვულოცავთ მთელი გულით იუბილეს.ღვთის წყალობა,დღეგრძელობა,ბევრი სიხარული და ბედნიერი დღეები გქონოდეთ. გვიყვარხართ“, -  წერს სოფო ხალვაში.

„დღეს ჩვენი ნანის დაბადების დღეა. ჩემო უფროსო ერთგულო მეგობარო გილოცავ. მინდა, რომ იყო პირველ რიგში ჯანმრთელი ,ბედნიერი ,გახარებული შენს ულამაზეს დიდ ოჯახთან ერთად მიყვარხარ“, - წერს დათო ოქიტაშვილი.

ბრეგვაძის საშემსრულებლო ხელოვნებისათვის დამახასიათებელია ლირიზმი, იგი ქართველი კომპოზიტორების მრავალი ახალი საესტრადო ნაწარმოების პირველი შემსრულებელია. ასრულებს როგორც ქართულ ისე ყოფილ სსრკ ხალხთა და საზღვარგარეთის ქვეყნების სიმღერებს. წარმატებით გამოდის ყოფილ სსრკ ქალაქებსა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

ახმოვანებდა ფილმებს და თავადაც გადაღებულია რამდენიმე მხატვრულ ფილმში: „ორერა, სრული სვლით!“ (კამეო, რეჟ. ზაალ კაკაბაძე, 1970), „სამკაული სატრფოსთვის“ (აიშა, რეჟ. თენგიზ აბულაძე, 1971), „მე, პელეს ნათლია!“ (მაკა, რეჟ. მიხეილ ჭიაურელი (უმცრ.), 1991), „სიყვარული აქცენტით“ (რეჟ. რეზო გიგინეიშვილი, 2012), „მხატვრის მუზები“ (რეჟ. შოთა კალანდაძე, 2014, მხატვრულ-დოკუმენტური) და სხვა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 9 წლიანი ძებნის შემდეგ ნაპოვნი ქილერი - კუს ტბის წილების დათმობის ძველი ისტორია და ბიზნესმენის მკვლელობის ახალი დეტალები

⭕„ეს რა მაგარი ამბავი მოხდა ჩვენს თავს...“ - ეკა ხოფერია და მიხეილ ხუჯაძე ქორწინების 17 წელს აღნიშნავენ

⭕„ვარსკვლავი ხარ სცენისთვის დაბადებული...“ - როგორ აღნიშნა ბაბი კირკიტაძემ დაბადების დღე?