
სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 16 მარტს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია „თელასი“ ავრცელებს.
საბურთალოს რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის II, III კვარტალების, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ბახტრიონის, იოსებიძის, იყალთოს, კოსტავას, არჩილ სულაკაურის, შატილის, გამრეკელის, ინტენსიფიკაციის, ჩხიკვაძის, ძოწენიძის, ამაშუკელის და ჟღენტის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარაშვილის (ნაწილობრივ), ბახტრიონის, საბურთალოს, სულხან ცინცაძის და მინდელის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VI, VII კვარტალების, პეტრე ქავთარაძის, შავიშვილის, ზურაბ ანჯაფარიძის, ჯურხა ნადირაძის, ვაგან მამასახლისოვის და ფხაკაძის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების (ნაწილობრივ), დიდუბის დასახლების (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის, ბოგვის, ჭოპორტის, ლიახვის, ჟინვალის, მოლითის და თორნიკე ერისთავის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ლაითურის, ხუდადოვის, წერონისის, მარიამ ივანიშვილი-დემურიას, დავით იოსელიანის, ახალმოწამეთა, კეხვის, ელო ანდრონიკაშვილის და მარიამ დადიანი-ანჩაბაძის ქუჩების მოსახლეობას.
„კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის და აცხადებენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ია ფარულავამ „რუსთავი 2“ დატოვა
🔵ავარია რიკოთზე - გარდაცვლილია 3 პოლიციელი
🔵„ორშაბათიდან ევროპა ხსნის ნიღბებს და ყველანაირ აკრძალვებს - უჯიკეეეთ ჩვენს ეპიდემიოლოგებს“ - ლალი მოროშკინა