Digest Logo

„უჭირს ტირილის შეკავება... განცდებშია – ეშინია, ვერ უყურებს თავის სხეულს“ - რას ჰყვება დათი ქოქრაშვილის დედა

1660554555
დათი დათი

„ემოციურად ახლა უფრო უჭირს. ოპერაციის შემდეგ როცა ღვიძავს, ტირილის შეკავება უჭირს, რადგან ძალიან სტკივა. ამბობდა, არ მჯერა, რომ ეს ხდება. არ მჯერა, რომ ეს სინამდვილეაო. განცდებშია – ეშინია, ვერ უყურებს თავის სხეულს. ფეხიდან კანის გადანერგვის შემდეგ ფეხზე დიდი ჭრილობა აქვს და ცდილობს, სულ დაფარული ჰქონდეს, არ შეხედოს..“, - ამის შესახებ  ჟურნალ „თბილისელებთან“  დათი ქოქრაშვილის დედამ ისაუბრა.

„კიდევ ერთი კარგი სიახლე გვაქვს – დათიკომ ეტლზე ჯდომა შეძლო. ამ მომენტის ყველას ძალიან გვეშინოდა. გვეგონა, ამხელა ჭრილობით ვერ დაჯდებოდა, მაგრამ იმდენად მონდომებული იყო, მაინც შეძლო. ერთ საათზე მეტხანს ვერ ძლებს. ტკივილები ეწყება, მაგრამ ესეც ბევრს ნიშნავს. უნდა გენახათ, როგორი ემოციური იყო ის მომენტი, როცა პირველად დაჯდა. ძალიან ბევრი იტირა და მერე ამბობდა, ახლა მივხვდი, რა არის სიხარულის ცრემლებიო. თვითონაც და ჩვენც ყველანი სიხარულით ვტიროდით“.

ქრისტინე „თბილისელებს“ იმასაც უყვება, თუ რა გეგმები აქვს დათას მომავალში.

„ძალიან პოზიტიური ბიჭია. იმდენად მხიარულია, მნახველები რომ მოდიან, გაოცებულები არიან, მუსიკას ჩაგვართვევინებს და ცეკვავს.

ჩვენც ვეხმარებით, სულ ვცდილობთ, მხიარულად იყოს და მოწყენისა და ბევრი ფიქრის საშუალება არ მივცეთ. სკეიტბორდი და ველოსიპედი უყვარს ძალიან. დავპირდი, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ ველოსიპედს აუცილებლად გაატარებს. უნდა, რომ გაიზრდება, მსახიობი გახდეს. თავის მსახიობურ ნიჭს უკვე იყენებს და ხანდახან ექიმებს აშინებს. თვალებს გადაატრიალებს, ვითომ ცუდად გახდა და ექიმები დაფეთებულები უყურებენ. გვიმტკიცებს, რომ კარგი მსახიობია“, – ამბობს ქრისტინე მამუკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„ვინ იცის, როგორი გეგმები გქონდა, რამდენი განუხორციელებელი ოცნება დაგრჩა. შენმა წასვლამ შენს მასწავლებელს სიკვდილი გაუადვილა“ - ქეთევან გოგოლაძე

🎥 „მართვის მოწმობა კი არა, ბავშვი უნდა ჩამოერთვას“ - შოკის მომგვრელი კადრები სოცქსელიდან

🎥 ირაკლი მაქაცარიას და ლიზა ჩიჩუას ახალი კადრები „ღამის შოუს ბენდის“ კონცერტიდან

წყარო: fortuna.ge