Digest Logo

🎥 „UFC-ის ქამრისთვის ვიბრძვი და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩამოვიდე ქამრით და ერთად ვიზეიმოთ ეს გამარჯვება“- მერაბ დვალიშვილი

1716463814
მერაბ დვალიშვილი

UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი საქართველოშია.

როგორც მებრძოლი „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში აღნიშნავს, იგი მალე UFC-ის ქამრისთვის იბრძოლებს და მისი სურვილია ქართველი ერი გაახაროს და მათთან ერთად აღნიშნოს ეს გამარჯვება.

„საქართველოში ვარ 4-5 დღით, ყოველთვის დიდ ენერგიას ვიღებ, როცა საქართველოში ვარ, მაგრამ არ მინდა დიდი ხნით მოვცდე ვარჯიშებს.

უკანა ფრენის ბილეთი ჯერ არ მაქვს აღებული, რადგან კიდევ სხვა გაუთვალისწინებელი გეგმები და მნიშვნელოვანი გეგმები გამოჩნდა.

მნიშვნელოვანი ბრძოლა მაქვს მალე, UFC-ის ქამრისთვის ვიბრძვი და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მოვემზადო, ბოლომდე დავიხარჯო და გავახარო ქართველი ერი, ჩამოვიდე ქამრით და ერთად ვიზეიმოთ ეს გამარჯვება“,- აღნიშნავს მერაბ დვალიშვილი.

⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ულამაზესია, როგორ დამშვენდა“- ევა ბარბაქაძე ფოტოსესიიდან კადრებს აქვეყნებს

⭕მატილდა გვარლიანი voguemexico-ს ივნისის ნომერში მოხვდა

⭕57 წლის ვენსან კასელისა და მისი 27 წლის რჩეულის, ნარა ბაპტისტას დებიუტი წითელ ხალიჩაზე - წყვილი კანის ფესტივალს დაესწრო

⭕„გაიზარდნენ გოგონები“- სალომე ღვინიაშვილი ლონდონიდან შვილებთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს