Digest Logo

„უკეთესი გუნდი გავხდით, თუმცა ამ ჯგუფში იოლი თამაშები არ გვექნება“ - გურამ კაშია

1725599150
გურამ კაშია

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ ერთა ლიგაზე ჩეხეთსა და ალბანეთთან მოახლოებულ შეხვედრებზე კომენტარი გააკეთა:

„ჩეხეთის ნაკრები ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია და სტანდარტული მდგომარეობების დროს სახიფათოები არიან. ასეთი სტილის გუნდს ფიზიკური წინააღმდეგობა აუცილებლად უნდა გაუწიო. ვფიქრობ, ეს თამაში დიდ ენერგიას წაიღებს.

რეალობას უნდა დავუბრუნდეთ. რა თქმა უნდა, უკეთესი გუნდი გავხდით, თუმცა ამ ჯგუფში იოლი თამაშები არ გვექნება. ოთხივე გუნდი ძალიან თანაბარია, მაგრამ ჩვენ ჯგუფის მოგებაზე უნდა ვიფიქროთ. მაქსიმალური შედეგის მისაღწევად ყველა მეტოქესთან ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ“, - აღნიშნა გურამ კაშიამ.

სექტემბრის სანაკრებო პაუზისას საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს – 7 სექტემბერს „მიხეილ მესხზე“ ჩეხეთს უმასპინძლებს, ხოლო 10 სექტემბერს ტირანაში ალბანეთს ესტუმრება. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„არასდროს არ დამავიყდება ეს წუთები, ჩვენი ახალი თავგადასავალი დაიწყო...“ - ირინკა კავსაძე ქორწილის კადრებს აქვეყნებს

⭕„დღეს ლეგენდარული გოგი დოლიძის დაბადების დღეა…“ - ანრი ჯოხაძე

⭕ „დე როგორ მიყვარხარ, როგორ მაბედნიერებ… მინდა დიდი ხანი დავტკბე შენი სიყვარულით და სამაგალითო დედობით“ – დათუნა მგელაძე დედას დაბადების დღეს ულოცავს