პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე ხასო ხანგოშვილი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ის შვილის გარდაცვალების შემდეგ, ხშირად ავადმყოფობდა.
ცნობისთვის, პანკისელი უხუცესი იკვლევდა და წერდა კავკასიელი ხალხის, მათი ცხოვრებისა და ბრძოლის ისტორიაზე.
ხასო ხანგოშვილს ეკუთვნის ისტორიული ნარკვევი „ქისტები“, მისი რედაქტორობითაა გამოცემული „ქისტური სამართლის კოდექსი“.
შეგახსენებთ, რომ 2021 წელს, ქისტი მწერალი, საუკეთესო ესეისტიკისა და დოკუმენტური პროზისთვის, ნაშრომით „ქისტები (100 ამბავი)“, „საბას“ პრემიაზე იყო წარდგენილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ლინდა ადამიას საოცარი გარდასახვა - ღრმად ამოისუნთქეთ, სანამ ფოტოებს ნახავთ