Digest Logo

„უკრაინაა ჩემი პატარა ქალიშვილი ჟასმინი, რომლის ნახვისა და ხელში აყვანის საშუალება ჯერ არ მქონია“ - სააკაშვილმა ლიზა იასკოსთან საერთო შვილის შეძენა დაადასტურა

1688634983
ლიზა იასკო

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, „რადას“ დეპუტატ ლიზა იასკოსთან საერთო შვილის შეძენა დაადასტურა.

რომლის შესახებ საუბარია, უკრაინული გამოცემა УКРАИНСКАЯ ПРАВДА -ს მიერ გამოქვეყნებულ მიხეილ სააკაშვილის ავტობიოგრაფიულ წერილში, რომელიც სათაურით „მე და უკრაინა“ გამოქვეყნდა.

ამავე წერილის მიხედვით, სააკაშვილი წერს, რომ უკრაინა მისი სახლია, სადაც მისი პატარა უკრაინელი ქალიშვილი ჟასმინი ცხოვრობს, რომლის ნახვისა და ხელში აყვანის საშუალება ჯერ არ ჰქონია.

უკრაინის მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის” წევრ ლიზა იასკოსთან საერთო შვილის შესახებ ჭორები ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გავრცელდა, თუმცა ეს ინფორმაცია ამ დრომდე წყვილს არ დაუდასტურებია.

მიხეილ სააკაშვილს ამჟამად 4 შვილი ჰყავს სამი სხვადასხვა ქალისგან. 

„მაშ, რა არის ჩემთვის უკრაინა? – ეს ჩემი ცხოვრებისა და ბრძოლის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩემი შეგნებული ცხოვრების უმეტესი ნაწილი უკრაინაში გავატარე.

ახლა უკრაინულად უფრო კარგად ვლაპარაკობ, ვიდრე რუსულად. უკრაინა ჩემი სახლია კიევში, პატარა მიწის ნაკვეთი მირგოროდში.

უკრაინა ჩემი განსაკუთრებული სიყვარულია – ქალაქი ოდესა.

უკრაინა ჩემი მეგობრების დიდი რაოდენობაა, უკრაინაა ჩემი პატარა უკრაინელი ქალიშვილი ჟასმინი, რომლის ნახვისა და ხელში აყვანის საშუალება ჯერ არ მქონია.

ჩემთვის საქართველოს გადარჩენა და წარმატება ყოველთვის წარმოუდგენელი იყო უკრაინის გარეშე და ახლა საუბარია ევროპის კონტინენტის გადარჩენაზე და ჩემს გადარჩენაზე, პუტინის ოლიგარქიული ციხიდან გადარჩენაზე“, – წერს სააკაშვილი აღნიშნულ ავტობიოგრაფიულ წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „სანამ ლიზა იასკო გაიგებდა რომ ბალღი მიხასია, ჩვენ უკვე ვიცოდით“ - ნათია ბერიძე

🔵 „ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ბავშვის მამა არ იქნებოდა ჯანმრთელი იმ მომენტებში, როცა ერთად ვგეგმავდით ყოფნას“ - რას წერს ლიზა იასკო