„პატრიოტი იყო და დაამტკიცა ჩემმა შვილმა, რომ იყო პატრიოტი", - ამბობს უკრაინაში დაღუპული საქართველო მებრძოლის, 21 წლის ნიკა შანავას დედა.
ნიკა შანავა და დავით მენაბდიშვილი იზიუმში 9 აპრილს ოკუპანტებთან შეტაკებისას დაიღუპნენ. მათი ცხედრები თბილისში 15 აპრილის დილით ჩამოასვენეს. დღეს და ხვალ სამოქალაქო პანაშვიდები იმართება, ხოლო კვირას, 17 აპრილს ორივე მათგანს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
„უკრაინაში რომ მიდიოდნენ [ნიკა შანავა და მისი უმცროსი ძმა], მათ სჯეროდათ, რომ მიდიოდნენ აფხაზეთისთვის და სამხრეთ ოსეთისთვის, რომ ეს ბრძოლა გავლენას იქონიებდა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებაზეც“, - ამბობს დაღუპულის ნათესავი, სალომე ვეფხვაძე.
ცნობისთვის, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 6 ქართველი მებრძოლი დაიღუპა - გია ბერიაშვილი, დავით რატიანი, დავით გობეჯიშვილი, ბახვა ჩიქობავა, ნიკა შანავა და დავით მენაბდიშვილი. მარიუპოლის ალყის გამო, ამ დრომდე ვერ ხერხდება ბახვა ჩიქობავას ჩამოსვენება.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ ჭელიძეს 17, კავილაძეს კი 16 წლით პატიმრობა მიესაჯა
🔵როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
წყარო: tabula.ge