Digest Logo

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

1686159448
სამხედრო პირი

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზურა მუშუქია დაიღუპა, რომელიც დაბომბვას ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი თანამებრძოლები ავრცელებენ.

შემთხვევა ბოგდანოვკაში გუშინ მოხდა. ქართველი მებრძოლი არაერთ ცხელ წერტილში იბრძოდა.

მისი ცხედარი ამ დრომდე არ არის გადმოსვენებული საბრძოლო მოქმედებების ზონიდან.

ის 46-ე ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომს შეეწირა.