Digest Logo

უკრაინაში მებრძოლ 5 ქართველ ჯარისკაცზე რუსეთმა საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

1678193056
სამხედრო პირი

უკრაინაში მებრძოლი ხუთი ქართველი ჯარისკაცი რუსეთმა საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეიყვანა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებულ 5 მოქალაქეს წარსულში რუსეთმა დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი, ხოლო საქართველოს კიდევ სამ მოქალაქეს მსგავსი ბრალდება წაუყენეს.

„უკრაინელების მხარეს დაქირავებული მებრძოლების საომარ მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტების გამოძიების ფარგლებში, გამოძიებამ საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა საქართველოს ხუთი მოქალაქე, რომლებსაც წარსულში დაუსწრებლად წარედგინათ ბრალი და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ამასთან ერთად, მოპოვებულია მტკიცებულებები „ქართულ ნაციონალურ ლეგიონში“ საქართველოს კიდევ სამი მოქალაქის მონაწილეობის შესახებ, მათაც მსგავსი ბრალდებები აქვთ წაყენებული“, - ნათქვამია განცხადებაში.