
მუსიკოსი და მომღერალი შაბან მამედოვი სტუმრად გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ იმყოფებოდა, სადაც ანრი ჯოხაძეზე ისაუბრა.
წამყვანის მიერ დასმულ კითხვას - ანრი ჯოხაძესთან ხელახალმა შეხვედრამ ბავშვობის ოცნება აგიხდინათ? - მან ასეთი პასუხი გასცა:
„დიახ. ეს ყველაფერი დაიწყო 2013 წელს, როდესაც ბათუმში ტარდებოდა საერთაშორისო ფესტივალი და საქართველოდან ჟიურის წევრი გახლდათ ბატონი ანრი ჯოხაძე. როდესაც ეს გავიგე არ დავმალავ, ძალიან ვინერვიულე. ვიცოდი რომ ანრი ჯოხაძე არის ისეთი ადამიანი, რომელიც ტყუილად არაფერს დაწერს, ტყუილად არ გაგიღიმებს. ამ ნერვიულობით გამოვედი სცენაზე და შევასრულე ურთულესი სიმღერა. უმაღლესი ქულა მივიღე ანრი ჯოხაძისგან და არ ველოდი. მერე მივხვდი თურმე მართლა რაღაც შემძლებია“, - ჰყვება შაბან მამედოვი.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჩემი ნიჭი გადავწყვიტე ერთხელ ბოროტად გამომეყენებინა...“ - რას ჰყვება შაბან მამედოვი?
⭕„საუცხოო გარეგნობა...“ - ნანუკა სტამბოლიშვილი ახალ კადრებს აქვეყნებს