2016 წლის 4 ოქტომბერს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში გიორგი სარდალიშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
23 წლის ქართველმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ტაივანელი იუნგ ვეი იანგი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუტანა.
იგი გადაცემის „დილა მშვიდობისა საქართველო“ სტუმარი იყო, სადაც მიღწეულ შედეგზე ისაუბრა:
„უმთავრესია, რომ მედლის გარეშე არ რჩები, ეს მაქვს ბევრჯერ გამოცდილი და ძალიან ცუდია, მადლობა ამისთვის უფალს, რომ დავიკავე მესამე.
ოთხჯერ ვარ გასული მსოფლიოს ჩემპიონატზე და ერთხელ დავმარცხდი. ძალიან კარგად მოვემზადეთ, ყველა ეტაპი გავიარეთ. მე და ილია [სულამანიძე] ვიყავით ოთახში ყოველთვის ერთად შეკრებებზე და ერთმანეთს ვეჯიბრებოდით და ამ ეტაპზე ილიამ მაჯობა, ოქრო აიღო.
როცა დასკვნით ეტაპზე გადავედით, ძალიან რთულია ფსიქოლოგიურ ნაწილში, ამ დროს მნიშვნელოვანია მწვრთნელის გვერდში დგომა, გუნდში იდეალური განწყობა გვქონდა“, - ამბობს გიორგი სარდალაშვილი.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇
ასევე დაგაინტერესებთ: