Digest Logo

უნაი ემერი კვარაზე: ჩემი ნება რომ იყოს, ოქროს ბურთს მივცემდი

1786615462
უნაი ემერი კვარაზე

უეფას სუპერთასის შეხვედრა „პსჟ“-სა და „ასტონ ვილას“ შორის, პარიზელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა, სადაც პირველი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.

მატჩის შემდეგ, ბირმინგემელთა თავკაცმა უნაი ემერიმ ქართველი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა.

„2 წლის წინ კვარაცხელია „ნაპოლიში“ ფანტასტიკური იყო, ახლა კი „პსჟ-შიც“ ბრწყინვალეა. დღესაც სასწაული გოლი გაიტანა.

ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ვინც ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშა. ვცდილობდით, რომ ჩაგვეკეტა, მაგრამ არ გამოვიდა, მისი დარტყმა ბრწყინვალე იყო.

ჩემი გადაწყვეტილება რომ იყოს, ოქროს ბურთს მივცემდი. ვფიქრობ, ამას იმსახურებს“, - განაცხადა ემერიმ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ურთიერთობებში შესაძლოა იგრძნოთ უხერხულობა“ - 13 აგვისტოს ტაროლოგიური პროგნოზი

⭕„არასასურველია ექიმთან ვიზიტი და ქირურგიული ჩარევა“ - 13 აგვისტოს პროგნოზი ფენ-შუის მიხედვით

⭕„ერთი წელი არ ვმღეროდი მეუღლის გამო და იმდენად ვნერვიულობდი, თითქოს ხმა დავკარგე“ - ნანი ბრეგვაძე ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებზე