Digest Logo

🎥 „უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ბავშვს ვამზადებთ მომავალი ცხოვრებისთვის“ - თამარ გაგოშიძე ბავშვის აღზრდის თანამედროვე მეთოდებზე

1770218886
თამარ გაგოშიძე

ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგიის დოქტორი თამარ გაგოშიძე ბავშვის თანამედროვე აღზრდის მეთოდებზე „სალომე კასრაძის პოდკასტში“ საუბრობს და მშობლებს რჩევებს უზიარებს.

მისი თქმით, ბავშვის მოუსვენრობა ყოველთვის ჰიპერაქტიურობას არ ნიშნავს.

„გაჯეტიანი ბავშვი, რომელიც ჩუმად ზის ჩემთვის ეს არის სრულიად მიუღებელი, როგორც სპეციალისტისთვის. ამ ბავშვს აუცილებლად ექნება პრობლემები ემოციურ და მოქნილობის სფეროში.

ბავშვი უნდა იყოს მოუსვენარი, თუმცა ყველა ბავშვი, რომელიც მოუსვენარია არ ნიშნავს, რომ ჰიპერაქტიურია. მშობელმა ბავშვის მოუსვენრობა უნდა გადაზარდოს, ორგანიზებულ შემეცნებაში.

ჩვენ დღეში ვიღებთ 64 გეგაბაიტ ინფორმაციას, რადგან ჩართული გვაქვს ყველაფერი, თუმცა ტვინი აქედან 0,52 გეგაბიტს ამუშავების. ეს არის სტრესი, ჩვენ მუდმივად სტრესის პირობებში ვიმყოფებით“, - ამბობს თამარ გაგოშიძე. 

მან მშობლებს გაუზიარა რჩევები, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ბავშვი სწორად აღიზარდოს. როგორც ფსიქოთერაპევტი ამბობს დღევანდელი აღზრდის პრობლემა არის ის, რომ არ არსებობს ბავშვის აღზრდისთვის ჩარჩოები. 

„დღევანდელი აღზრდის პრობლემა ის არის, რომ ბავშვს ჩარჩო არ აქვს.  უნდა შევცვალოთ აღზრდის სისტემა, ჩვენ 21-ე საუკუნისთვის არ გვყავს მომზადებული ახალგაზრდობა. 

აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ბავშვს ვამზადებთ მომავალი ცხოვრებისთვის, ჩვენ ვერ მივიბამთ თავზე მას და მის მაგივრად ვერ გავაკეთებთ ყველაფერს. ბავშვს სჭირდება, რომ გაიზარდოს დამოუკიდებელი და შეეძლოს დაბრკოლების გადალახვა. ასევე, ფიზიკური გადარჩენისთვის და კარგად ყოფნისთვის ბავშვს სჭირდება დროზე ჭამა, გამოცვლა გასეირნება.

დღევანდელ ბავშვებს არ აქვთ ფანტაზია, რადგან ეს სწორედ გაჯეტების დამსახურებაა. 

მშობლები კარგად უნდა დაფიქრდნენ, რა უნდა ვასწავლოთ, რისთვის და რატომ შვილებს, სტატუსი არ ქმნის ადამიანს, მას ქმნის ადამიანობა და აუცილებლად უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ემპათია და ზრუნვა“, - გვირჩევს თამარ გაგოშიძე.

ნახეთ ვიდეო 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕🎥 „ეს პირდაპირ კავშირშია მაღალი დონის უნარებთან, როგორიცაა კითხვა და წერა“ - თამარ გაგოშიძე სენსომოტორული განვითარების დარღვევაზე

⭕ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი