Digest Logo

🎥 „ეს პირდაპირ კავშირშია მაღალი დონის უნარებთან, როგორიცაა კითხვა და წერა“ - თამარ გაგოშიძე სენსომოტორული განვითარების დარღვევაზე

1770213959
თამარ გაგოშიძე

ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგიის დოქტორი თამარ გაგოშიძე „სალომე კასრაძის პოდკასტში“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც მან ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის, ბავშვების ადრეული განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, ევოლუციურად 0-დან 2 წლამდე ასაკის ბავშვის მთავარი აქტივობა შეგრძნებები და მოძრაობაა, ხოლო გარემოს შემეცნება სენსომოტორული გზით ხდება.

ფსიქოთერაპევტის განმარტებით, სენსომოტორული განვითარების დარღვევა პირდაპირ კავშირშია მაღალი დონის უნარებთან, როგორიცაა კითხვა და წერა.

„ევოლუციურად მცირეწლოვანი 0-დან 2 წლამდე ბავშვის მთავარი აქტივობა არის შეგრძნებები და მოძრაობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვი გარემოს შეიმეცნეს და მისი შემეცნება არის სენსომოტორული.

დღეს ცოტა მოძრაობასთან და შეგრძნებებთან საქმე არის ცუდად, რადგან ჩვენ ვიცით, რომ უკვე ბავშვები „გაჯეტებით იბადებიან“. ფიქრობენ, რომ მე ვარ გაჯეტების მტერი, მაგრამ ეს ასე არ არის. ზუსტად ადრეულ ასაკში კი ვარ მტერი. 

შეიძლება, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ სენსომოტორული განვითარება არ არის წესრიგში, მაღალი დონის უნარები ისეთი, როგორიც არის წერა და კითხვა ამასთან არის კავშირში. მაგ: თუ 6 წლის ბავშვი წონასწორობას ვერ იცავს ცალ ფეხზე 6 წამის განმავლობაში, აუცილებლად ექნება, რომელიმე აკადემიური ჩვევის ათვისებაში პრობლემა - რაც, დღეს ძალიან ბევრს ბავშვს აქვს და ეს არ ეხება მხოლოდ აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს. 

მაგ; ბავშვებს აქვთ ემოციური აფეთქებები, შემდეგ აღმოჩნდება, რომ მას აქვს სენსორული პრობლემები. ეს ყველაფერი არის თანდაყოლილი, მაგრამ ამ ყველაფრის რეგულაცია მუშავდება გარემოსთან ურთიერთობის პირობებში“, - ამბობს თამარ გაგოშიძე. 

როგორც იგი ამბობს, 6 წლამდე ასაკის ბავშვების მთავარი აქტივობა არის თამაში.

„როდესაც ამას ვამბობ, ამაზე ღიზიანდება ყველა“, -  ამბობს ფსიქოთერაპევტი.

ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 5-7 თებერვალს საქართველოში

⭕„კომბინირებულად მიღებულმა დაბალმა დოზებმაც კი შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერტენზია, ინსულტი და სიკვდილი...“ - გიორგი კეკელიძე

⭕„ღმერთი თავმდაბლებს ანიჭებს მადლს, ისეთ რამეს ათქმევინებს მოძღვარს, რაც შენთვის სასარგებლოა“ - მოძღვარი ლევან ჯიქური მორჩილებაზე