
მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი არსენ გვენეტაძე 36 წელია პაციენტების განაყოფიერებასა და ჯანმრთელ სქესობრივ ურთიერთობებში ეხმარება.
ყველა დროს მნიშვნელოვანია რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე საუბარი, ამ კუთხით ცოდნის გაღრმავება, რაზედაც ექიმი თავის მხრივ სხვადასხვა მეთოდით ცდილობს. არსენ გვენეტაძე პოდკასტის „ცოდნისმოყვარე პოდკასტი“ სტუმარი იყო, სადაც მან ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ისაუბრა, როგორიცაა უშვილობა, კვერცხუჯრედის, სპერმის გაყინვა, ენდომეტრიოზი და ა.შ.
„ფროიდის მიხედვით, ყველა ადამიანს აქვს ორი მოტივატორი - საკუთარი თავის წარმოჩენის სურვილი და სექსუალური ლტოლვა.
საშუალოდ მოსახლეობის 15% არის უნაყოფო. თუ ორსულობა ერთი წლის რეგულარული სქესობრივი ცხოვრებისას არ დგება, მაშინ შეგვიძლია ვიმსჯელოთ უშვილობაზე. თუ თვეში ერთხელ ხდება სექსი, სნაიპერსაც კი უჭირს ერთი დამიზნებით მიზანში მოხვედრა.
უნაყოფობის მიზეზი ქალის და კაცის შემთხვევაში თითქმის თანაბარია. 35-40% არის მამაკაცის პრობლემებით გამოწვეული, შეიძლება იყოს სპერმის პრობლემა, სექსუალური აქტის პოტენციალი და ა.შ. დაახლოებით 40%-მდეა ქალის პრობლემით გამოწვეული, რაც შეიძლება იყოს მილების გაუვალობა, საკვერცხის ფუნქციის დარღვევა, ენდომეტრიოზი და ა.შ.
დღეს უფრო ცოტაა პაციენტები, რომლებიც მხოლოდ კაცი ან ქალი მკურნალობს. განათლებული ადამიანები ასე აღარ აკეთებენ, რადგან ამით კარგავენ დროს და ფულს“, - ამბობს არსენ გვენეტაძე.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო👇
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჩემთვის ყველაზე საყვარელი ნამუშევარია...“ - თიკა ბალანჩინმა ახალი ტრეკი გამოუშვა
⭕„ულამაზესი და დახვეწილი“ - ბაბი კირკიტაძე გამომწერებს ახალ ფოტოს უზიარებს