„მილანის მოდის კვირეულზე“ თამო ვაშალომიძის გამოჩენამ, ნამდვილი ფურორი მოახდინა და ბევრი უცხოელი დიზაინერის თუ უცხოელი გენერალური მენეჯერის ყურადღება მიიპყრო. ახლახან კი ის რომში, „რობერტო კავალის“ „ივენთზე“ მიიწვიეს, შერჩეულ საზოგადოებასთან ერთად. როგორც გაირკვა, არ არის გამორიცხული, სამომავლოდ, „რობერტო კავალის მოდის სახლსა“ და თამო ვაშალომიძეს შორის ხელშეკრულება გაფორმდეს. როგორც თავად თამო აღნიშნავს, ეს წელი არაერთი ბედნიერი თუ ტკივილიანი განცდით იყო დატვირთული, მაგრამ მაინც ყველაფრის მადლიერია და ცდილობს, ის მიზნები და გეგმები, რომელიც დაისახა, სისრულეში მოიყვანოს.
თამო ვაშალომიძე: პატარაობიდანვე დავიწყე დამოუკიდებლად ცხოვრება და ვფიქრობ, ალბათ, ის პირველი ნაბიჯები, უფრო თვითგადარჩენის ინსტინქტი იყო. თვითგადარჩენის მერე, უკან რომ იხედები და იმ განვლილ წლებს აფასებ, რომ იშრომე, იწვალე, სამსახურიდან გამოგაგდეს, იტანჯებოდი, ერთდროულად ოთხ სამსახურში ვმუშაობდი... ამის მერე კი იწყება მტკიცება საკუთარ თავთან, რომ უფრო მეტი იყო, ვიდრე მიმტანი და უფრო მეტი შეძლო.
– ახლახან საკმაოდ რთული პერიოდი გქონდა, რომელიც ჯერ კიდევ არ გადაგილახავს და ალბათ, მის გადალახვას წლები დასჭირდება, მეუღლესთან დაშორებას ვგულისხმობ.
– ამ თემაზე საუბარს ვერიდები. თუმცა, გეტყვით, რომ ქმართან დაშორება, ყველაზე რთული პერიოდი იყო, თუკი რამე გადამიტანია ჩემი ცხოვრების განმავლობაში. სახლიდან რომ წამოვედი და ნულიდან დავიწყე ცხოვრება, მაშინ არ მქონია ასეთი სულიერად რთული პერიოდი. რთულად გადავიტანე და მადლობა ღმერთს, ბავშვები მყავს, კომპანია მაქვს, უცხოეთში მიწვევენ ღონისძიებებსა და ფესტივალებზე და სულ დაკავებული ვარ. და ისეთი კარგი მეგობრები მყავს, ჩემს თავთან მარტო არასდროს მტოვებენ. ძალიან რთულია, როცა სულ სხვა გეგმები და მიზნები გაქვს, წლების მერე ხედავ შენს მომავალს და უცებ, კედელი ინგრევა და გაურკვევლად რჩები. განსაკუთრებით ღამე მიჭირს, როცა დღის რუტინული შრომის მერე, საკუთარ თავთან მარტო ვრჩები. ღამე რთული გადასატანია ჩემთვის, თუმცა ვიცი, ესეც გაივლის, ეს დროც მოვა. მინდა, იმ ქალებს, ვინც ჩემნაირ გზას გადის, ვუთხრა: ბევრი საქმე აკეთეთ, რომ ფიქრისთვის დრო არ დაგრჩეთ და დროთა განმავლობაში ტკივილიც გაივლის. მე მადლიერი ვარ ყველაფრის, რაც გამაჩნია და ვინც მყავს. ორი უსაყვარლესი შვილი მყავს და როგორ შემიძლია, ბედს დავემდურო. სოფია გადასარევი გოგოა, მაქსიმეს კარგი მამა ჰყავს და მეც შემდგარი ქალი ვარ, ამიტომ, რომ ვთქვა გამართლებული ცხოვრება არ მაქვს-მეთქი, ვფიქრობ, ცოდვა იქნება ღმერთის წინაშე. სულ ვამბობდი: ალბათ, ღმერთმა ის ნიჭი არ მომცა, ვინმე შევიყვარო-მეთქი, მაგრამ ახლა თამამად ვიტყვი, რომ დავინახე და მივხვდი, მე სიყვარულის ნიჭი მქონია და მე კარგი სიყვარული მქონდა. 6 წელი და ცხრა თვე ვიყავით ერთად და რაც არ უნდა ცუდად ვგრძნობდე თავს, მაინც ვიტყვი, რომ მე სიყვარული გამოვცადე და ბედნიერი ვარ – შემძლებია, მყვარებოდა. „ვერსაჩეს“ ჩვენებაზე რომ გახლდით, იმ პერიოდში დასრულდა ჩემი თანაცხოვრება ქმართან, ასევე, იყო ბულინგის თემებიც ჩემ მიმართ, საკმაოდ რთული პერიოდი იყო, მაგრამ არ ვიმჩნევდი და ვერც ვერავინ მატყობდა. ახლა შედარებით უკეთ ვარ. ბევრი დრო დამჭირდა, ყველაფერი გამეანალიზებინა, შევგუებოდი, რომ ყველაფერი დასრულდა. არ დამავიწყდება, „დოლჩე გაბანას“ ივენთზე ვიყავი, ვცეკვავდი და ვიღაცამ ირონიული კომენტარი დაწერა: „ხო, ძალიან ნერვიულობს“. თქვენ არც იცით, მე როგორი ნერვიულობის დღეები გადავიტანე და ვერც გაიგებთ. სამაგიეროდ, მე ვიცი, რომ ასეთი ჯოჯოხეთური სიტუაციის მიუხედავად, უნდა ავდგე, გავიპრანჭო და ჩემი საქმე ვაკეთო. ზოგადად, არ მინდოდა ამ თემაზე ვრცვლად და საჯაროდ საუბარი, მაგრამ შესაძლოა, დამახინჯებული ინფორმაცია გავრცელებულიყო, ჩემს შვილებამდე მისულიყო და ამიტომ ჩავწერე ვიდეო და სოციალურ ქსელში დავდე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„საოცრად დახვეწილი, მოხდენილი და ელეგანტური გოგო“ - ქეთი ძიგუას ესთეტიკური ფოტოები
🎥 „არ შეიძლება წითელი, შავი, ლურჯი, იისფერი! “ - რეკომენდებული ფერები 2026 წლისთვის
წყარო: tbiliselebi.ge