ქართველი ცნობილი მუსიკოსი და უბადლო შემსრულებელი თამარ გვერდწითელი მაყურებლის წინაშე კიდევ ერთხელ განსაკუთრებული შესრულებით წარდგა. ტელეკომპანია „იმედის“ მუსიკალურ გადაცემაში „მიმღერე“ მან შეასრულა ყველასათვის ცნობილი მეგრული ხალხური სიმღერა „ვაგიორქო მა“.
თამარ გვერდწითელის ინტერპრეტაციამ მაყურებელზე ძლიერი ემოციური შთაბეჭდილება მოახდინა. არტისტმა მეგრული ფოლკლორის სიღრმე და სილაღე თავისი გამორჩეული ვოკალითა და ინდივიდუალური მანერით კიდევ ერთხელ წარმოაჩინა.
