Digest Logo

ვალერი გელაშვილი: როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა, მაშინ ვილნიუსში ვიყავი და ახალი წლის საღამოს, მიხეილ სააკაშვილმა 4 მილიონის ჯარიმა გამომიწერა და საახალწლო საჩუქარი გამომიგზავნა

1746435261
ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს პარლამენტში „2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების, 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო“ კომისიის სხდომა მიმდინარეობს, სადაც ყოფილი დეპუტატი ვალერი გელაშვილი თავისი უფლების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით საუბრობს.

მან ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც გელაშვილი აცხადებს, ამ დროს ის ვილნიუსში იმყოფებოდა, რა დროსაც, მიხეილ სააკაშვილმა, ახალი წლის საღამოს, 4 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.

„2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა, მაშინ ახალი წელი იყო, ვილნიუსში ვიყავი და ახალი წლის საღამოს, მიხეილ სააკაშვილმა 4 მილიონის ჯარიმა გამომიწერა და საახალწლო საჩუქარი გამომიგზავნა. უბრალოდ დაწერა, გადასახადი გაქვს 4 მილიონიო, ჩემს კომპანიას დააკისრა და გამომიგზავნა, 12 საათამდე მოვიდა“, - განაცხადა ვალერი გელაშვილმა.

ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე საქალაქო სასამართლომ 2016 წელს დამნაშავედ ცნო ყოფილი მაღალჩინოსნები: ვანო მერაბიშვილი, ერეკლე კოდუა და გია სირაძე. ასევე 2018 წელს, გელაშვილის ცემის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

 


 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „გაქვთ ტიტანური ენერგია და ახლა შეგიძლიათ ყველას და ყველაფერს გადაუაროთ“ - როგორი კვირა ექნებათ ზოდიაქოს ნიშნებს, ანზორ ოდიშარია ასტროპროგნოზი

🎥 „ობიექტური უნდა იყო და არა თვალდახუჭული“ - ნანი ბრეგვაძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე მიძღვნილი წიგნი და ვინილი გამოიცა

🎥 „ყველაფერი პირველი ნაბიჯით იწყება, ჩემო პრინცესა“- ილია თოფურია შვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს