საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2,6745 ლარი გახდა. შესაბამისად, დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.11 თეთრი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ის გაუფასურდა და 2.8815 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 2.8886 ლარი იყო.
მცირედით გამყარდა თურქული ლირა, რომლის ღირებულებაც 0.0921 ლარი გახდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 14 დეკემბერს შევა ძალაში.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „იმდენად მომწონხართ სიტყვები არ მყოფნის“ - მურმან ჯინორიას საოცრად წაკითხული ლექსი