Digest Logo

🎥 „ვარლამ ლიპარტელიანი ასპარეზობდა ოლიმპიადაზე. როდესაც ფინალი წააგო და ტიროდა, მეც ძალიან გული დამწყდა, მაშინ მეც პატარა ვიყავი და ვთქვი, შევეცდები ეს შთაგონების წყარო მოტივაციად გადავაქციო“ - ეთერ ლიპარტელიანი

1751135624
 ეთერ ლიპარტელიანი

„ვარლამ ლიპარტელიანი ასპარეზობდა 2016 წელს რიოში, ოლიმპიადაზე, როდესაც ფინალი წააგო და ძალიან ტიროდა, მეც ძალიან გული დამწყდა და ძალიან, ძალიან მეწყინა“, - განუცხადა „ქრონიკას“ ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონმა ეთერ ლიპარტელიანმა. 

„მაშინ მეც პატარა ვიყავი და ვთქვი, რომ არაუშავს, მე შევძლებ, მაქვს დრო ჯერ კიდევ და შევეცდები ეს შთაგონების წყარო მოტივაციად გადავაქციო“, - აღნიშნა ეთერ ლიპარტელიანმა.

მისივე თქმით, როდესაც საკუთარ თავთან მარტო რჩებოდა, ყოველთვის ფიქრობდა თუ რა გზა უნდა გაევლო და რისთვის მიეღწია.