სამართალდამცველებმა თბილისის აეროპორტში კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი დააკავეს.
წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება ბათუმში ძმები ფეიქრიშვილების აფეთქების მცდელობას.
საუბარია ძმები – დავით და გიორგი ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადებაზე, რის ბრალდებითაც ჯერ კიდევ გასული წლის იანვარში საქართველოში 6, უკრაინაში კი – 1 პირი დააპატიმრეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ფეიქრიშვილების აფეთქებას ავტომობილში გეგმავდნენ.
წყარო: primetime.ge