ვინ უნდა გადაიხადოს ანგარიში პირველ პაემანზე? ვინ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი და დაკარგა თუ არა თანამედროვე სამყარომ ის რომანტიკა, რომელსაც უფროსი თაობა ასე აფასებდა? - აღნიშნულ საკითხებზე გადაცემაში „პრაიმშოუ“ ისაუბრეს.
სტუმრებს შორის იყო კოსმეტოლოგი ნანი ქოქიაშვილი:
„თანასწორობა არ ნიშნავს, რომ ზუსტი როლების მორგება მოხდეს როლების, ჩემი აზრით ჯანსაღ ურთიერთობაში ეს თავისით გადანაწილდება. ვემხრობი, რომ ინიციატორი იყოს კაცი, მაგრამ არ შეიძლება ყოველთვის ერთი ადამიანი აკეთებდეს ყველაფერს, მაგრამ ეს თანდათანობით მოდის.
დასაწყისში მეც მირჩევნია მამაკაცისგან ყურადღების მიღება, ზრუნვა და ა.შ. ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ როგორც ქალი თავს სუსტად ვიგრძნობ“, - ამბობს ნანი ქოქიაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ფინანსურ საკითხებსა და რესურსებს მშვიდად მიუდექი...“ - 26 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი