მსახიობი ქეთი სვანიძე სტუმრად გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ იმყოფებოდა, სადაც ბოლო დროს სპექტაკლ „ვეფხისტყაოსანთან“ დაკავშირებულ აჟიოტაჟზე ისაუბრა. ქეთი სვანიძე მთავარ, თინათინის როლს ასრულებდა.
წამყვანის მიერ დასმულ კითხვას: „ვეფხისტყაოსანმა“ თქვენი ცხოვრება ერთ დღეში შეცვალა? - მან ასე უპასუხა:
„იქამდეც შეცვალა და მას შემდეგაც. როცა გამანაწილეს როლზე, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ არსებობდა. მოჰყვა ამას ღელვაც, რადგან დიდი პასუხისმგებლობაა ასეთ როლში ითამაშო. მადლობა მინდა ყველა კოლეგას გადავუხადო, რომლებმაც დიდი მხარდაჭერა გამომიცხადეს.
ადამიანებს ნანახი არ ჰქონდათ სპექტაკლი და ისე გვაკრიტიკებდნენ. მე მივეკუთვნები იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებიც ყოველთვის მიიღებენ კრიტიკას. თუმცა ვერ მივიღებ მათგან კრიტიკას, რომლებსაც სპექტაკლი არ აქვს ნანახი. შემდეგ ყველაფერი მისაღებია.
17 წელია მე თეატრში ვარ და ასეთი მძიმე და რთული რეპეტიციები არ მქონია. შევეხეთ „ვეფხისტყაოსანს“ თითოეულ ქმედებაზე იყო განსაკუთრებული ქმედება. ურთულესი ხაზია „თინათინის. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებზეც ძალიან მოქმედებს კრიტიკა“, - ამბობს ქეთი სვანიძე.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ხშირად არ ამჟღავნებს, მაგრამ...“ - ზოდიაქოს ნიშნები და შური
⭕ „მშვენიერი დედა-შვილი“ - რა კადრებს გვიზიარებს ნინო ჩხეიძე