Digest Logo

„ვერც კი აღვიქვამთ, რომ რამე დავანგრიეთ“ - მაიკო კაჭკაჭიშვილი ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობაზე საუბრობს

1779881420
მაიკო კაჭკაჭიშვილი და ლევან ლაზარიშვილი

კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი ყოფილ მეუღლესთან, ლევან ლაზარიშვილთან ამჟამინდელ ურთიერთობაზე „თბილისელებთან“ გულახდილად საუბრობს. კითხვაზე, უნანია თუ არა მასთან დაშორება და ოჯახის დანგრევა, კაჭკაჭიშვილი პასუხობს, რომ მათ შემთხვევას „ოჯახის დანგრევას“ ვერ უწოდებს, რადგან ყოფილ ქმართან და მის ახლობლებთან დღემდე მჭიდრო და სამაგალითო კავშირი აქვს.

– რამდენი წელი იყავით შენ და ლევან ლაზარიშვილი ცოლ-ქმარი, არასოდეს გინანია მასთან დაშორება და ოჯახის დანგრევა?

– მე და ლევანი ექვსი წელი ვიყავით ცოლ-ქმარი და მასთან დაშორებას ოჯახის დანგრევას ვერ დავარქმევ, რადგან ლევანი ყოველ კვირას ჩვენთანაა, კარგი ურთიერთობა გვაქვს. უბრალოდ, ერთ სახლში აღარ ვცხოვრობთ, თორემ, ლევანის ოჯახი და ჩემი ოჯახი სულ კონტაქტზე ვართ, ნებისმიერ ღირსშესანიშნავ დღეს, დაბადების დღეებზე და ასე შემდეგ, მთელი სანათესავოთი. ვერც კი აღვიქვამთ, რომ რამე დავანგრიეთ.

ცნობისთვის, კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი და მომღერალი ლევან ლაზარიშვილი წლების წინ დაქორწინდნენ. ცნობილ წყვილს თანაცხოვრებიდან ორი საერთო შვილი - ტყუპი ბიჭები ჰყავს. მიუხედავად დაშორებისა, ისინი შვილების ერთობლივ აღზრდასა და მეგობრული კავშირის შენარჩუნებას ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობდნენ.