ქუთაისში, ავარიის დროს დაშავებული მეექვსე მგზავრი, რომელიც რამდენიმე დღე კლინიკაში სიცოცხლისთვის იბრძოდა, გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაციას ოჯახის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
„მირანდაც ანგელოზად იქცა, ვერცერთი ვერ გადაურჩა ავარიას. მირანდაც თავის მეგობრებთან ერთადაა“,- წერენ სოციალურ ქსელში.
გოგონას სხეულის 70%-ზე მეტი დამწვარი ჰქონდა, რომლის გადარჩენას ექიმები დამწვრობის ცენტრში რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდნენ.
ამავე თემაზე: