Digest Logo

🎥 „ვფიქრობ, რა დააშავა იმ ახალგაზრდა ბიჭმა, მეომარმა უაზროდ რომ უნდა გააქანონ ომში, მოკლან, დაღუპონ?“ - რას ამბობს ნუცა შანშიაშვილი

1746105603
ნუცა შანშიაშვილი

ამერიკაში მცხოვრები მუსიკოსი, შემსრულებელი ნუცა შანშიაშვილი საზოგადოებისთვის საყვარელი არტისტია. იგი განსაკუთრებულად უყვართ, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ამასთან დიდი პოპულარობით სარგებლობს ნუცასა და ანრი ჯოხაძის დუეტი – „მაჩუქე ფრთები“.

ამჯერად არტისტი დიდხნიანი პაუზის შემდეგ სოციალურ ქსელში „იუთუბის“ არხით დაბრუნდა, სადაც დაბალ ვიბრაციებზე საუბრობს: 

„ეს საუბარი ეხება იმ ადამიანებს, ვინც აზროვნებს. ის საშინელება, რაც დღეს ხდება ქაოსი, შიზოფრენია, დიქტატორული მმართველობა ქვეყნებში, ტარიფების აწევა, გადასახადები. ამ ყველაფრის სათავეში მოსულები არიან არა ძველი და განათლებული სულები, არამედ ახალგაზრდა სულები, ვინც ჭკუაზე არ არიან და ისეთ დღეში აგდებენ სამყაროს. 

სულ ვფიქრობ, რა დააშავა იმ ახალგაზრდა ბიჭმა, მეომარმა უაზროდ რომ უნდა გააქანონ ომში, მოკლან, დაღუპონ?“, - ამბობს ნუცა შანშიაშვილი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ნუ შეგეშინდებათ ტალახის, ბალახის, წვიმის ან მტვრის, რადგან როცა ბავშვი თამაშობს ტალახში იგი იმუნიტეტს აშენებს“ - გიორგი ფხაკაძე

⭕„დათოსთვის შეუფასებელი სამკაული ხართ“ - ალექსანდრა პაიჭაძე და დავით კოდუა კომოს ტბაზე შვილთან ერთად მოგზაურობენ

⭕„მოგონებები, რომლებსაც ყოველთვის შევინახავ“ - ცოტნე ივანიშვილი ძმისშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს