დღეს, 26 ივნისს საქართველო პორტუგალიას დაუპირისპირდება. ეს არის ევროპის ჩემპიონატის, ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი. იმისთვის, რომ საქართველომ ასპარეზობა მერვედ ფინალში გააგრძელოს და ჯგუფური თამაში დაძლიოს გამარჯვება სჭირდება.
დაპირისპირება ქალაქ გელზერკინხენშია, რომელიც საქართველოსთვის არ არის უცხო, რადგან თავის დროზე იქ ლევან კობიაშვილი და ლევან ყენია ასპარეზობდნენ.
როგორია ქართველების მიმართ დამოკიდებულება ქალაქ გელზერკინხენში - აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გადაცემაში „იმედის დილა“ ლევან ყენიამ ისაუბრა.
„იმედი მაქვს, ვიქნებით უმრავლესობაში, მხარს დავუჭერთ ჩვენს ნაკრებს და შევძლებთ გამარჯვებას. პოზიტიურად ვართ განწყობილი. ძალიან კარგი გამოხმაურება პოვა საქართველოს ნაკრებმა, იმის გათვალისწინებით, რომ დებიუტანტები ვართ.
ძალიან მაგარ 2 თამაშს ვუყურეთ.
რა თქმა უნდა ძალიან რთული თამაში იქნება, მაგრამ შანსი არსებობს. ვფიქრობ, რაც შეიძლება დიდხანს უნდა შევინარჩუნოთ კარი მშრალად და მეორე ტაიმში გვექნება ჩვენი შანსები“, - ამბობს ლევან ყენია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „კინაღამ დარჩა შოუბიზნესი გაღიმებული“ - მამულიჩა სახალისო კადრებს აქვეყნებს
🎥 შეიძლება თუ არა ჩვილის ზღვაში ბანაობა? - რომელი ინფექციების რისკი იმატებს ბავშვებში ზაფხულ