„სამწუხაროდ, საქართველოს რეალობაში, სხვა ზღვებთან შედარებით შავი ზღვა დაბინძურებულია. ის ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ ზღვად ითვლება. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, სექტემბერ-ოქტომბერში ინფექციები ბავშვებში მაღალ ნიშნულზეა
აგვისტოს გასვლის შემდეგ, როდესაც ზღვიდან ბავშვები ამოდიან, სტაციონარები გადავსებულია ბავშვებით, ძირითადად ნაწლავური ინფექციებით.
ამის მიზეზი ძირითად შემთხვევებში არის წყლის გადაყლაპვა, ამიტომ შეკითხვა თუ არის ის, რომ შეიძლება თუ არა ბავშვის ზღვაში ჩაყვანა, რა თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ პრევენცია უნდა მოხდეს, რომ ბავშვებმა წყალი არ ჩაყლაპონ, მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ“, - ამბობს დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“.
იგი მშობლებს სხვა სასარგებლო ინფორმაციასაც უზიარებს.