2015 წლის 19 დეკემბერს თბილისში მომხდარმა მკვლელობამ მთელი საქართველო შეძრა.
მეუღლისა და 5 წლის შვილის მკვლელობის საქმეზე ახალგაზრდა ქალი - მაგდა პაპიძე დააკავეს.
ის ერთადერთი უვადო პატიმარი ქალია საქართველოში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ პაპიძემ ქმარს უროთი სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, ხოლო მცირეწლოვანი გაგუდა.
წლების წინ გადაცემა „იმედის კვირამ“ პატიმარ პაპიძესთან პირველი სატელევიზიო ინტერვიუ ჩაწერა, სადაც განმარტა, თუ რას გააკეთებდა გათავისუფლების შემთხვევაში.
როგორც ცნობილია, პაპიძემ ამნისტიის შესახებ განცხადება როგორც საქართველოს პრეზიდენტს, ისე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა, რაზედაც უარი მიიღო.
მაგდა პაპიძე: რამდენჯერაც კანონმა ამის შანსი მომცა, შეწყალების თხოვნას პრეზიდენტის სახელზე სულ ვწერ. რამდენჯერაც ვწერ, იმდენჯერ მჯერა, რომ გარღვევა მოვა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს სწრაფად არ მოხდეს.
2-ჯერ უარი მომივიდა. არც იმ უარის გეშინია, სანამ ცოცხალი ხარ... ძალიან მჯერა გარღვევების, მჯერა, რომ შემიძლია თავი შევინარჩუნო. ვგრძნობ, რომ ჩემს სურვილებს აქ უსმენენ და სწორი განხილვა მიდის. მთავარია, თავი შეინარჩუნო.
- რას გააკეთებ გარეთ რომ გახვალ?
- ეს არის ძალიან საინტერესო შინაგანი მდგომარეობა. ჩემი თავი აუცილებლად, რეალიზებული წარმომიდგენია. ალბათ, მეორე დღესვე სამსახურს მოვითხოვ. სულ ვადევნებ თვალყურს, ბენეფიციარებისთვის რა პროგრამებია, ძალიან მიხარია, რომ შესაძლებლობები არის. ძალიან მენატრება მიწა, ბუნებასთან ურთიერთობა და ქალურობა.
პირველი, რასაც გავაკეთებ, ეს იქნება რეალიზებისთვის. აქ მოვაგროვებ ძალიან ბევრ და კარგ ადამიანს, ვინც ხელს შემიწყობს ხელოვნებით განვითარებაში. ალბათ, ჩავერთვები ისეთ საქველმოქმედო თემატიკებში, რაც მეცოდინება, რომ აქ ქალებს სჭირდებათ.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵„ველოდები კომენტარებში ისტერიკას, თუ როგორ ვბედავ ამას“ – რას წერს თამუნა მუსერიძე
🔵„ჩემი და მარიტას თანაცხოვრების 2 წელი დღეს შესრულდა, მიყვარხარ უსაზღვროდ“ - გიორგი გასვიანი