ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილს ქუჩაში შეურაცხყოფა მიაყენა და საჯაროდ უთხრა, რომ ის არაკაცია, ერეკლე მეფე კი გმირი. ფაქტის ამსახველი ვიდეო მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
აღნიშნულმა პოსტმა ლევან ბერძენიშვილის მიმართ კიდევ ერთხელ გამოიწვია აგრესია, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ის დაიცვეს. მათ შორის არის მწერალი ტორესა მოსი:
„ლევან ბერძენიშვილთან ამ ფორმით და შინაარსით ბრძოლა, არის წიგნიერებასთან ბრძოლა. თუ გავიხსენებთ ვინაა ქოცების მიერ დანიშნული კულტურის მინისტრი, მიხვდებით რომ ეს სახელმწიფო პოლიტიკაა.
და რაოდენ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გულაგში ნამყოფ კაცს, სრული გაუგებარი არარაობები მოღალატეს რომ ეძახიან.
ვფიქრობ, ეს ამბავი იქ უნდა დასრულდეს, საიდანაც დაიწყო, კერძოდ თელავში და მგონი ამის გაკეთება და ორგანიზება შემიძლია“, - წერს მოსი.
შეგახსენებთ, რომ ლევან ბერძენიშვილის მიერ ერეკლე მეორის შესახებ გამოთქმულ მოსაზრებას საზოგადოების მხრიდან კრიტიკა ძალიან ბევრჯერ მოჰყვა.
ცნობისთვის, ყვარელში ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია უნდა ჩატარებულიყო, თუმცა საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა პიკეტირება მოაწყო და ამის გამო ორგანიზატორებმა, უსაფრთხოების მიზნით, შეხვედრა გააუქმეს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„წლის დასაწყისშივე ძალებს თავი თუ ვერ მოვუყარე და 2023 ისე ვერ დაიწყე, როგორც გეგმავდი, გული არ გაიტეხო, ყველაფერი ახლა იწყება...“ - რას გვირჩევს ასტროლოგი?