
ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის შვილი ლევან ანწუხელიძე გადაცემა „ღამის პრაიმ-თაიმის“ ერთ-ერთი სტუმარი იყო, სადაც მან რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა. როგორც თავად აცხადებს, მაშინ, როდესაც მამა ომში წავიდა, თავად 10 თვის იყო.
„დღეს, როდესაც ომი მიმდინარეობს ალბათ, ძალიან ბევრი ჯარისკაცი დაიღუპა... მათ ჰყავდათ ოჯახები და მათი შვილები მამების გარეშე გაიზრდებიან. არ მინდა, რომ მათ იგივე გაიარონ, რაც - საქართველომ, ჩემმა ოჯახმა 2008 წელს. 10 თვის ვიყავი, როცა მამა ომში წავიდა“, - ამბობს ლევან ანწუხელიძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇