„ეს არის საქმე, რაც უნდა აკეთოს ჟურნალისტმა. ფეისბუკზე, მარტო უკრაინის დროშის პროფილზე დადება არ არის საქმე“, - განაცხადა საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორმა, გიორგი კალანდიამ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე „პრაიმშოუს“ ეთერში.
მისი თქმით, უკრაინამ შეძლო და ბოროტების იმპერია შეარყია.
„უკრაინამ ბოროტების იმპერია შეარყია, ეს კი ჩვენ მანამდე არ გვინახავს. ეს დიდებული მომენტია და ნებისმიერი ჩვენი წინაპარი ინატრებდა ენახა ეს...
ქართველებს ჩვენ უკრაინაში გვაქვს ერთი ძვირფასი საფლავი - დავით გურამიშვილის, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება მიუძღვნა ქართველ და უკრაინელ ხალხს“, - ამბობს გიორგი კალანდია.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵VIDEO: „პუტინს მოკლავენ... მსოფლიო არ აპატიებს“ – ლელა კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველება