Digest Logo

„ახლა სამშვიდობოს ვართ... მე გამიმართლა და ვასილკოვი უცნაურად მშვიდად გავიარე“ - გიორგი არველაძემ უკრაინა დატოვა

1645969032
გიორგი არველაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი არველაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ კიევიდან წამოსვლა შეძლო. 

„გუშინ, ჩემი უმაგრესი მეგობრების დახმარებით მოვახერხე კიევში რაფის ყიდვა. სატრანსპორტო საშუალების მოპოვების სხვა გზა აღარ არსებობდა. ესეც სასწაულებრივად გამოგვივიდა. ვისგანაც ვიყიდე, ფაქტიურად ფრონტის ხაზზი გამოიარა, რომ შევხვედროდი და მანქანა მოეყვანა.

მადლობა იმ უბრალო უკრაინელ გმირ კაცს! სამი ქალით და ორი არასრულწლოვანი ბავშვით სარდაფში ჯდომას და ლოდინს და კონსერვებით მათ გამოკვებაზე ზრუნვას მოძრაობა ვამჯობინე. თუნდაც მაღალი რისკით. უბედურება ის არის, რომ ყოველ დღე სულ უფრო და უფრო ცოტა გამოსასვლელი რჩება კიევიდან. ბევრგან ან ბრძოლაა ან ხიდებია აფეთქებული. ჟიტომირის ტრასა, მთავარი გზა დასავლეთისკენ უკვე გაუვალია, ხიდები აფეთქებულია.

ოდესის ტრასა ფუნქციონირებს მარტო, მაგრამ ვასილკოვზე გადის, სადაც ორი დღეა იცით, რომ ცეცხლი წვიმს. ბევრს შევთავაზე წამოყოლა მაგრამ ვერ გაბედეს. დარჩენა და ბუნკერებში დაცდა ამჯობინეს. ყველა მეუბნებოდა წასვლა უფრო საშიშიაო, სიმართლე გითხრათ, არცერთმა ადამიანმა არ მირჩია წასვლა. არც ერთმა. მოკლედ ჩვენ დავიძარით. ჯერ ვითომ ერთი მარშრუტი მქონდა შემუშავებული მეორე და მესამე ხარისხოვანი გზებით გამოსასვლელი. მაგრამ დავიწყეთ თუ არა მოძრაობა უკრაინულ ბლოკ პოსტს გადავაწყდით ეგრევე, რომელსაც ეს ეს არის აწყობდნენ. გვითხრეს წინ ბრძოლები დაიწყო და აქედან ვეღარო. მოგვაბრუნეს. თან რომ გაიგეს დასავლეთისკენ გასვლა გვინდოდა პოსტის ერთ-ერთი უფროსი დაიჭყანა და "ოოო.. დიდი კვესტი გელოდებათო".

ნამდვილად არ დამამშვიდა მებრძოლი კაცის ამ ფრაზამ. მაინც წავედით, და ამჯერად ერთადერთი, ოდესის ტრასით, რომელიც ვასილკოვზე გადის. მომენტი იყო მშვიდი. არ ისროდნენ. და ვიფიქრე თუ გავალთ ეხლა უნდა გავიდეთ პირდაპირი გზით-თქო. გაგვიმართლა! და ალბათ ბევრი ახლობლის ლოცვა დაგვეხმარა. მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის. გავიარეთ ვასილკოვი ისე, რომ სროლა საერთოდ არ იყო.. ის კი არა, ცა იყო მოწმენდილი, მზიანი. ძალიან ლამაზი ამინდი იყო გუშინ.. და სრულიად შეუთავსებელი იყო ასეთი მოწმენდილი და ნათელი ამინდი იმ უბედურებასთან რაც ხდება.

ცოტა სიურეალისტურიც კი. მოკლედ ასე გავიარეთ თითქოს არაფერი. ერთი გასროლის ხმა არ გაგვიგია. ჩამოვედით ბელაია ცერკოვამდე და გადავუხვიეთ დასავლეთით ვინიცასკენ. საბოლოო ჯამში 5 ქალი, 2 ხუთ წლამდე ბავშვი და ორი კაცი გამოვიყვანე. ახლა სამშვიდობოს ვართ. მცხვენია ყველა მებრძოლის ვინც დარჩა, მე კი გამოვედი, მაგრამ დედები და 3 და 4 წლის ბავშვები როცა მხოლოდ შენ იმედზე არიან და ირგვლივ ბალისტიკური რაკეტები ფეთქდება მთავარი ბრძოლა მათი დაცვა და გადარჩენაა. არ ვიცი რა ვურჩიო მათ ვინც დარჩენა ამჯობინა და ბუნკერებში აპირებენ დაელოდონ თუ რა მოხდება. მესმის მათი. ძალიან საშიშია ადგე და წახვიდე გაურკვევლობაში და რისკებში, როცა არ იცი რა გაგიხდება უფრო სანანებელი, დარჩენა თუ წასვლა. მე გამიმართლა და ვასილკოვი უცნაურად მშვიდად გავიარე. სხვასაც გაუმართლებს? არ ვიცი. მაგრამ შანსი არის.

მე მაინც მგონია, რომ გადარჩენა ყოველთვის მოძრაობაშია. უამრავი ახლობელია ახლა დარჩენილი ბუნკერებში. ასევე ოჯახებით, და პატარა ბავშვებით. უამრავი მეგობარი. მათ ბოლომდე ბუნკერში დაცდა გადაწყვიტეს. ღმერთო, განგებავ, ბედო, რაც ხარ მანდ, მიეცი მათ ძალა და იღბალი, რომ გაუძლონ ამ ჯოჯოხეთს. მიეცი ძალა იცოცხლონ! “. - წერს გიორგი არველაძე. 

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵როგორ ეხმაურება ქეთა თოფურია უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს

🔵„ჟურნალისტებს მინდა ვთხოვო, არ დამირეკონ, დედასთან საუბარიც კი არ შემიძლია ცრემლების გარეშე“ - რას წერს გიგი დედალამაზიშვილის უკრაინელი მეუღლე

🔵„ფეხი ხომ ავაწევინე მანამდე, ყველაფერი გავუხსენი და ახლა უცნაურ მოძრაობებს ვაკეთებ...“ - რა შეემთხვა ზურა კახაბრიშვილს თვითმფრინავში

🔵„რუსეთი უბრალოდ დამარცხდება! ეს არ იქნება მხოლოდ დამარცხება. ეს იქნება...“ - ასტროლოგის სკანდალური პროგნოზი

🔵„ამ საერთო ემოციების ფონზე, რაგბის თამაში ჯობია მართლა გადაიდოს“ - რას წერს ნოე სულაბერიძე

🔵VIDEO: „ადამიანები არიან გახლეჩილი... არც კი ვიცით, სად გავიქცეთ...“ - ნახეთ, რა ხდება ამ წუთებში უკრაინაში