ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ალექსანდრე მუსაევი გადაცემა „ღამის პრაიმტაიმის“ სტუმარი იყო, სადაც მან განაცხადა, რომ მისი ძიძა მამამისის საყვარელი აღმოჩნდა. როგორც თავად ამბობს, მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ხშირად ძალადობდნენ.
„ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ვიყავი. მამა სვამდა. პირდაპირი გაგებით დედა გაგდებული იყო. სახლში მე, ჩემი ძმა და ერთი ქალი ვიყავით, რომელსაც ძიძას ვეძახდით, მაგრამ ეს მამაჩემის საყვარელი იყო. ყოველდღიური ზეწოლა იყო. ფიზიკური, ფსიქოლოგიური. იყო ქუჩაში გაგდება, სამათხოვროდ. შემდეგ იყო ბავშვთა სახლი, მინდობითი აღზრდა, თუმცა სამწუხაროდ, აქაც ყველანაირი ძალადობა“, - ამბობს ალექსანდრე მუსაევი.
ასევე დაგაინტერესებთ👇