„მამა ჩემზე პატარა იყო რომ გარდაიცვალა. ძალიან კარგი ადამიანი იყო, პაციფისტი და სულაც არ უნდოდა, ვინმე მოეკლა. ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა, მერე კარგა ხანი მისი ფეხსაცმელებით დავდიოდი...“, - ამის შესახებ მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა გადაცემა „სთორი“-ში ისაუბრა.
„მამა რომ ჩამოასვენეს, მომიტანეს ტყვია: აი, ასეთი თითო ტყვია გვქონდა ყველას, ტყვედ რომ არ ჩავვარდნილიყავით და თავი მოგვეკლაო. მერე მივხვდი, საშინელებას ვაკეთებდი რომ ვინახავდი და ის ტყვია გადავაგდე.
ვიცით რამდენი დევნილი გვყავს, რა გზა გამოიარა საქართველოსმ 70 წლის განმავლობაში და არავინ ფიქრობს იმაზე, სად ვიქნებით ხვალ. რითაც ჩვენ ვამაყობდით, სამწუხაროდ დღეს აღარ გვაქვს. ტყვეობაში შეიძლება იცხოვრო, მაგრამ თავმოყვარეობა არ უნდა გქონდეს შელახული“, - განაცხადა ნანკა კალატოზიშვილმა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵 VIDEO: „ჩვენი ცხოვრების ყველაზე ლამაზი 86 დღე გალაკტიონთან ერთად!“ - მარიტა მელიქიშვილი შვილზე